Digest Logo

საფრანგეთის საელჩო - „საქართველომ გაიბრწყინა გუშინ საღამოს, ძალა აღმართს ხნავს“

1757348364
საფრანგეთის საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს – ევრობასკეტ 2025-ზე მეოთხედფინალში გასვლას, ხოლო საფეხბურთო ნაკრებს ბულგარეთთან გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველომ გაიბრწყინა გუშინ საღამოს! ვულოცავთ საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ის მეოთხედფინალში ისტორიულ გასვლას და ასევე ქართველ ჯვაროსნებს – შესანიშნავ გამარჯვებას ბულგარეთთან, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე!

ძალა აღმართს ხნავს“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე მნიშვნელოვანია...“ - რა უთხრა პატარა ლაზარეს გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელთან ერთადაც ხელჩაკიდებული სტადიონზე გავიდა

🎥 „გიზიარებთ თვით სიყვარულს ფრანგულად...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 3000 წელი ცემენტის გარეშე - ევროპის უძველესი ხიდი!