„გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გადასვლას.
„საქართველომ გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავედით. არ ვიცი, გულშემატკივარს მადლობა როგორ ვუთხრა, ისინი მუდამ ჩვენ უკან არიან, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ.
გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო. ვიცით, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე ესპანეთი იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: