საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე მესამე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ნაკრების წევრები მერაბ დვალიშვილმა მოინახულა. კადრებს სოციალურ ქსელში „ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს.