Digest Logo

🎥 „გადმონაშთია რაღაცის...“ - რამდენად ხშირად მიმართავენ ქალები ექიმებს საქალწულე აპკის აღსადგენად საქართველოში?

1785216172
საშა კალანტაროვი

საქალწულე აპკის აღდგენა, სამედიცინო ენაზე ჰიმენოპლასტიკა, არის ესთეტიკური გინეკოლოგიის ან პლასტიკური ქირურგიის მოკლე პროცედურა, რომელიც აღადგენს აპკის მთლიანობას. ოპერაცია უმეტესად ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში და საშუალოდ 20-30 წუთს გრძელდება.

რამდენად ხშირია აღნიშნული ოპერაცია საქართველოში? - ამ შეკითხვას პოდკასტში RadVision პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა საშა კალანტაროვმა უპასუხა:

„ეს ოპერაცია, რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადმონაშთია ალბათ, რაღაცის. მე მაგას ვერ შევაფასებ თუ რა არის ეს.

აქ ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ ადამიანის, ქალბატონის სურვილს.

ჩვენც ადამიანები ვართ, გვესმის ყველაფერი, ვთქვათ, სოციუმში რაც ხდება გვესმის და ვეხმარებით. 

ჩემთვის, როგორც ქირურგისთვის, ეს იმავენაირი სურვილია, როგორც მოდის და მეუბნება, არ მომწონს ჩემი ცხვირი.

ეს ოპერაცია არასდროს იყო ხშირი“, - ამბობს საშა კალანტაროვი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე პოზიტიური დღეა, გამოდგება ნებისმიერი საქმისთვის...“ - 28 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕ „გამოყავით 15 წუთი სიჩუმეში...“ - 29 ივლისის ფეთქებადი სავსემთვარეობა: ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ დათო კენჭიაშვილი - „საქართველოს ოქროს ხმა“, რომელიც ადამიანებს საკუთარ ფესვებთან აბრუნებს