„29 ივლისის ფეთქებადი სავსემთვარეობა, სირიუსის მისტერიები და შენი პირადი ტრანსფორმაცია“, - აღნიშნულის შესახებ ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს.
„🌟 სირიუსის მისტერიები და „ლომთა კარიბჭე“ ამ ეპოქალურ ძვრებს თან ერთვის კოსმიური წლის ყველაზე საკრალური მონაკვეთი. ივლისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე იხსნება „ლომთა კარიბჭის“ პორტალი. სირიუსი (ქალღმერთი ისიდა/სოპდეტი) - „სულიერი მზე“, რომლის ჰელიაკური ამოსვლაც ძველ ეგვიპტეში ნილოსის ადიდებას, უზარმაზარ სიმდიდრეს, ავტორიტეტსა და ახალ ენერგიას მოასწავებდა.
✨ორიონისა (მამაკაცური საწყისი/სტრუქტურა) და სირიუსის (ქალური საწყისი/მაგია) შეერთება ხსნის ენერგო-ინფორმაციულ ნაკადს, რომელიც ჩვენს უჯრედულ მეხსიერებას აღვიძებს.
🔥 29 ივლისი: კოსმიური კულმინაცია (მერწყულის 7° გრადუსი) მთელი ეს ისტორიული, კარმული და ვარსკვლავური ენერგია თავის აბსოლუტურ პიკს აღწევს 29 ივლისს, საქართველოს დროით 18:36 საათზე:
💥 მთვარე + პლუტონი (მერწყულში): სავსე მთვარე შეერთებაშია პლუტონთან. ეს არის ქვეცნობიერის აქტივაცია, როდესაც შიშების, კომპლექსებისა და ძველი შაბლონების სრული გადამუშავება შეიძლება მოხდეს.
☀️ მზე + იუპიტერი (ლომში): მზისა და იუპიტერის „ოქროს შეერთება“ გვაძლევს სამეფო ძალას, ავტორიტეტს, ფინანსური ზრდისა და სულიერი გაფართოების უზარმაზარ პოტენციალს. ეს არის იშვიათი დიდი ოპოზიცია - ძველი ეგოსა და ახალი კოლექტიური ცნობიერების, წარსულისა და მომავლის დაპირისპირება.
👁️🗨️ პრაქტიკული გზამკვლევი OMNIA-სგან:
🧘♀️ გადატვირთვა 29 ივლისის 18:36 სთ-მდე, ანუ პიკამდე, გამოყავით 15 წუთი სიჩუმეში. წარმოიდგინეთ, როგორ წვავს პლუტონის ცეცხლი თქვენში ყოველგვარ ძველ შიშსა და შეზღუდვას, ხოლო იუპიტერისა და მზის ენერგია გავსებთ სამეფო სინათლით.
📝 ჩამოაყალიბეთ თქვენი ყველაზე მასშტაბური, მომავალზე ორიენტირებული მიზნები. 🕊️ გაწყვიტეთ კავშირი ყოველგვარ ძველთან, დრომოჭმულთან.
🔥 შეიტანეთ ყოველდღიურობაში წითელი/ოქროსფერი დეტალები, სანელებლები და მზის მინერალები.
💫 დამუხტე პიკამდე მთვარის ენერგიით: წყალი, საფულე, მინერალური ქვები და სამკაული. P.S. თითოეული ზოდიაქოს ნიშნის პროგნოზს, ხვალ შემოგთავაზებთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დათო კენჭიაშვილი - „საქართველოს ოქროს ხმა“, რომელიც ადამიანებს საკუთარ ფესვებთან აბრუნებს
⭕ „იცოდით, რომ სვანეთში არსებობს დღესასწაული, სადაც...“ - რა კადრებს აქვეყნებს