„დინამო არენაზე“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს „გაგრა“ და „დინამო თბილისი“ შეხვდნენ.
შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ეროვნული ლიგის შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრებთან და კლუბ „გაგრის“ გულშემატკივრებთან ერთად დაესწრო.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გუნდის მხარდაჭერა, რადგან ის აფხაზეთთან მჭიდრო სიმბოლური კავშირის მატარებელია. საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ თითოეული თამაში გვიბრუნებს იმ ემოციებს, რომელიც ჩვენი კუთხის მიმართ არსებობს და ასე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა
⭕„იშვიათი სილამაზე“ - რა კადრებს აქვეყნებს თაკო ჩხეიძე
⭕ „მამის ფულით ტრაბახობს“ - ილია თოფურიამ არმან ცარუკიანი გააკრიტიკა
წყარო: newshub.ge