გადაცემა „პრაიმ შოუში“ სტუმრად იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებმაც მსოფლიოს დაანახვეს, რომ შეუძლებელი შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი კი ექიმი - ჯანსუღ ვერულაშვილია, რომელმაც 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში 363 პაციენტი მიიღო.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მედიცინაში და ქართულ მედიცინაში პირველად დამყარდა მსოფლიო რეკორდი, ამ რეკორდს ნამდვილად არ ჰქონია სპორტული ჟინი.
მთავარი გზავნილი, ცნობიერების ამაღლება ხალებთან და კანზე არსებულ წარმონაქმნებთან დაკავშირებით.
ამ რეკორდის ფარგლებში, 3 ადამიანს გამოვუვლინეთ კანის ონკოლოგია.
ზოგისთვის ამდენი პაციენტის მიღება დაუჯერებელია, მაგრამ ეს შევძელი არა მხოლოდ მე, არამედ ყველა იმ ადამიანმა, ვინც 24 საათის განმავლობაში ვაწარმოებდით აღნიშნულ კვლევას და მონიტორინგს“, - ამბობს ჯანსუღ ვერულაშვილი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა - „გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს“