
გადაცემა „შუა დღემ“ ქართველი წარმატებული ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ბებიის შესახებ სიუეჟეტი მოამზადა.
კვარას ბებია, სითბოთი თავმდაბლობით, საოცარი იუმორის გრძნობით გამორჩეული ქალბატონია, რომელიც ზაფხულის მოსვლას დიდი სიხარულით ელოდება, რადგან იცის რომ შვილიშვილებს ნახავს.
„ზაფხული მიხარია იმიტომ, რომ ესენი ჩამოდიან …” - პატარა ეზო და სახლი, სადაც სიყვარულის, სიმდაბლის, შრომისმოყვარეობის ის საფუძვლები იგრძნობა, რომელმაც კვარა დიდ ადამიანად და წარმატებულ სპორტსმენად ჩამოაყალიბა.
„მსოფლიო აღიარებული შვილიშვილი მყავს და სიხარული, როგორ არ მაქვს, მაგრამ ჩემი მეუღლე, რომ მახსენდება რომელიც არაფერს ხედავს, იქ ყველაფერი იყოფა.
დამიანე (ხვიჩას შვილი) მამის პატარაობაა. ხვიჩა პასუხისმგებლობიანი იყო, ვარჯიშზე რომ მიდიოდა ყველაფერი მზად უნდა ჰქონოდა, დედამისი სულ კუდში დაჰყვებოდა.
როცა ხვიჩა თამაშობს, ჩემი მეზობლის ქალები მოდიან და ერთად ვუყურებთ თამაშს, ისე განიცდიან მე არ ვარ ასე“, - ამბობს იამზე ხვიჩავა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ✨☀️ ასტროლოგის 3 ოქროს რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აგვისტო და სექტემბერი წარმატებული იყოს
⭕„რა კარგები ხართ“ - აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები