ტყის აღდგენის სპეციალისტი მარინა სუჯაშვილი 54 წელია ბუნების გალამაზებითაა დაკავებული.
როგორც თავად გადაცემაში „შუადღე“ ამბობს, თავისი საქმე ძალიან უყვარს, ბუნებასთან კონტაქტი ბავშვობიდან დაიწყო, რადგან დედა ბოტანიკოსი ჰყავდა და ექსპედიციებში ხშირად დაჰყვებოდა:
„54 წელია, ტყეს ვემსახურები.
მქონდა ბედნიერება, რომ თუკი ვინმე ძლიერი მეტყევე იყო, მათთან ერთად მემუშავა, მათ გამზარდეს მეტყევედ. ერთ კვირაში მომიწია ტყეში შესვლა და იმის შემდეგ აღარც გამოვსულვარ.
ტყესთან მუშაობა ძალიან ჰუმანურია, ტყე თვითონ გვეუბნება რა უნდა გაუკეთო, რომ იყოს ლამაზი.
მეტყევეები შეკრული ხალხია, ერთმანეთი ძალიან უყვართ, მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე“, - ამბობს მარინა სუჯაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის TSH, რატომ ვიკვლევთ მას ასე ხშირად და რას გვეუბნება მისი მაჩვენებელი?
❌ როგორ კლიენტებს უნდა ერიდოს სპეციალისტი: პროფესიული საზღვრები და ობიექტური რეალობა
⭕ჭოხონელიძეების მოგზაურობა ბელგიაში გრძელდება - ოჯახური ფოტოები სოციალური ქსელიდან