
Leo's Journey - ასე ჰქვია ქართველი მოგზაურის, ლევან შეყრილაძის „იუთუბის“ არხს, სადაც პერიოდულად იგი საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად მოგზაურობის მოყვარული ვიდეოს ირანიდან აქვეყნებს, სადაც რამდენიმე ქალაქს ესტუმრა, ასევე შეხვდა ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს და ღირსშესანიშნაობები მოინახულა:
„საკმაოდ კარგად და კომფორტულად გამოიყურება ტრანსპორტი, რომელიც ისპაჰანში წაგვიყვანს. მინდა გითხრათ, რომ მგზავრობა არის ძალიან იაფი. დაახლოებით 450 კილომეტრია ისპაანამდე, ოთხი საათის გზა და ამ მგზავრობაში გადავიხადე ხუთი დოლარი. მართლა ძალიან იაფია. ახლა თეირანში ვიმყოფები და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თეირანი ძალიან გადატვირთული ქალაქია. თითქმის ნახევარი დღე საცობებში გავატარე.
ვნახეთ ხიდები, რომლებიც ქართველებმა ააშენეს, სამწუხაროდ მდინარის წყალი დაშრა და მხოლოდ გაზაფხულზე წვიმის დროს თუ იქნება ცოტა. ძალიან ლამაზი ქუჩები და ხიდებია. ეს თაღები კი სწორედ ქალაქის მშვენებაა. ქალაქის ქუჩები ძალიან სუფთა და მოწესრიგებულია. მთელი ირანის ყველაზე დიდი საგანძური კი ის ხიდია, რომელიც ძმებმა უნდილაძეებმა ააგეს. ყველა ფილაზე ამოტვიფრულია ქართული ასოები“, - ამბობს მოგზაური ვიდეოში.
რაც შეეხება ფერეიდნელ ქართველებს, ბლოგერი იქ მცხოვრებ ადამიანებსაც შეხვდა.
„საქართველოს მოქალაქეობა გვაქვს, იქიდან მიკითხავენ ნათესავები. საქართველოში ვყოფილვარ, მაგრამ იქიდან დახმარება არაფერი გვაქვს. გამარჯვებით იყვნენ ქართველები“, - ამბობს ერთ-ერთი ფერეიდნელი ქართველი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: