გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე, ქართული დამწერლობის, კალიგრაფიის, ხელნაწერი წიგნის მინიატურის აღიარებული და ღვაწლმოსილი მკვლევარი, ცენტრის უხუცესი თანამშრომელი (დღიდან დაარსებისა)ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს კულტურის სამინისტრო აქვეყნებს:
„მწუხარებას გამოვთქვამთ დიდი მეცნიერის - ელენე მაჭავარიანის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა ელენემ, როგორც ხელოვნებათმცოდნემ, დამწერლობათმცოდნემ და კალიგრაფმა, ჩვენი იდენტობის უმთავრესი გამოხატულების - ქართული დამწერლობის, ძველი ქართული ხელნაწერების კვლევაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა პროფესიონალიზმის, ჩვენს მდიდარ მემკვიდრეობაზე განსაკუთრებული ზრუნვის საუკეთესო მაგალითია.
სამძიმარს ვუცხადებთ ელენე მაჭავარიანის ოჯახს, ახლობლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას ამ დანაკლისის გამო“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: