Digest Logo

„გამოიძიეთ ეს ამბავი და მათ მშობლებს აგებინეთ ამ არარაობების გაზრდისთვის პასუხი!“ - 12 წლის ბავშვს სასტიკად სცემეს

1696340648
ქუთაისში ბიჭს სცემეს

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე შემზარავ კადრებს ავრცელებს, სადაც 3 უფროსკლასელი 12 წლის ბავშვს სასტიკად უსწორდება.

„ახლა გამომიგზავნეს ვიდეო. ქუთაისში მოხდა ფაქტი და მალავენ. ეს პოტენციური მკვლელები, დაიწყეთ გამოძიება  - გაიღვიძეთ!“, - წერს ელისო კილაძე.

უმძიმეს კადრებს სოციალურ ქსელში იუმორისტი, „სამზარეულოს ომების“ ყოფილი მონაწილე და ცნობილი ტიკტოკერი გიორგი მაქარაშვილი გამოეხმაურა და მშობლების დასჯა მოითხოვა.

„მოძალადე, აგრესიული, გაუნათლებელი მშობლები ზრდიან ასეთივე მოძალადე ბრიყვ და გაუნათლებელ შვილებს, რომლებიც ჩემს კომენტარებშიც მრავლად არიან, აი ისეთები მუტრუკ კაცებს ახლა სანთლით რომ ეძებენ თურმე!

გამოიძიეთ ეს ამბავი და მათ მშობლებს აგებინეთ ამ არარაობების გაზრდისთვის პასუხი!

სირცხვილი!“, - წერს იუმორისტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გააკეთა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების დამფუძნებლისა და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, ქვეპუნქტით.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში არასრულწლოვანთა გამოკითხვა მოხდა მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრული დაცვით. იდენტიფიცირებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. განხორციელებულია კანონით დადგენილი რეფერირების პროცედურა. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია რაიმე ფორმით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველი ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნის მიმართ ან მის მიერ ჩადენილ ძალადობის შემთხვევას.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას და იმოქმედონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მნიშვნელოვანია მედიის მიერ ფაქტის გადამოწმება ან მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის, ვიდრე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ან მედიაში მოხდება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რამაც შესაძლოა არასრულწლოვანს დამატებით ტრავმა მიაყენოს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უმძიმეს კადრებს სააგენტო „დაიჯესტი“ შეგნებულად არ ავრცელებს, რადგან კადრებიდან არასრულწლოვნების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ჩემს თავზე ავიღე დიდი დარტყმა, არ გავჩერდი და ბოლოს - დავდე პირველი „აგური” - რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი

„ისევ თავისუფალი ქალი ვარ, ისევ შამპანურით ვისველებ ტუჩებს და ისევ 20 წლით უმცროსი ბავშვები მართობენ“- რას წერს იუნა შაფათავა

შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან ხიდის ნაწილი ჩაინგრა