ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სასტუმრო პულმანში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის განსახილველი თემა დემენცია იყო, ნევროლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად დაესწრო.
„ამასაც მოვესწარი.
დღეს მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში.
სასტუმრო პულმანში იმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია. ნევროლოგები, ფსიქიატრები.. და მე !
თემა - დემენცია.
მე, როგორც პირველი მოქალაქე რომელმაც დავიწყე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, ჩემს თავზე ავიღე დიდი დარტყმა, არ გავჩერდი და ბოლოს - დავდე პირველი “აგური” ცნობიერების ასამაღლებლად
საინტერესო მომხსენებლები და თემები.
მეც ვილაპარაკე ცოტა, ან ცოტაზე მეტი“, - წერს ნანიკო ხაზარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან ხიდის ნაწილი ჩაინგრა
🎥 რას უნდა ველოდოთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში - თიკა ქოქაშვილი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს