
მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო. ამჯერად იგი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ავარიაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - ყოფილი შეყვარებული იგნორირებით გტანჯავთ? - მან ასე უპასუხა:
„ალბათ კი. მყავდა შეყვარებული, ავარიაში ერთად მოვყევით. რეანიმაციაში რომ ვიწექი და ველაპარაკე ისევ ჩემი შეყვარებული იყო. მპირდებოდა, რომ მომივლიდა და ყველაფერს თავისი ხელით გამიკეთებდა. იმასაც დამპირდა რომ თვითონ წამიყვანდა საავადმყოფოდან - გამოწერის დღეს საერთოდ გაქრა. ხუთი დღის შემდეგ მოვიდა და მნახა. მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა. მანქანა გამიფუჭდა და ვერ მოვედიო. იმ დღის შემდეგ საერთოდ გაქრა.
არც ერთ ადამიანზე არ მაქვს პასუხი რატომ წავიდნენ. იგი ხშირად ამბობდა, რომ ის მარიამი არ ვიყავი, ვინც უყვარდა: არც ხმით, არც გარეგნობით, არც პოზიტიური მარიამი არ ვიყავი, როგორიც იქამდე. ემოციურად ვერ გავუშვი ეს ადამიანი, რადგან გაურკვევლობა ყველაზე მეტად მიჯაჭვულს მხდის“, - ჰყვება მარიამ ტატანაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საპატარძლო კაბა თუ დაბადების დღის ლუქი - როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა იუბილე?
⭕ „რთულია“ - დასრულდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას სიყვარული? რას წერს მოდელი