Digest Logo

განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა

1681813981
გია მურღულია

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი გია მურღულია გაუწევს.

🔵 „ნუცა ჩემი აზრით გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელს საქართველოს ვულოცავ!“ - ზაზა შენგელია

მინისტრმა ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად დანიშნა.

„აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
 
კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
 
გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა.

ცნობილი ფილოლოგი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა.

გია მურღულია, ასევე, არის არაერთი საგანმანათლებლო გამოცემის, პროექტისა და პროგრამის ავტორი“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🔵 „ამ სტატიის შემდეგ რაღაცნაირი სიმპათია გამიჩნდა პატრიარქის მიმართ“ - რას წერს დომენიკ მანგო

🔵 „თუ წესრიგშია საჭმლის მომნელებელი და ან ენდოკრინული სისტემები - მინიმუმ განახევრებულია ნევროზი“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე