Digest Logo

განათლების სამინისტრო: ამ ეტაპზე, ჩინური ენა 15 სკოლაში დამატებითი მომსახურების სახით ისწავლება, ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია

1744892252
განათლების სამინისტრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.

მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.

სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.

დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ – ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.

ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე.

ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში სულ მცირე ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით...“- რას წერს ზურაბ შევარდნაძე

🎥 „კეთილი და უბრალო რომ არის, ეს უფრო ალამაზებს“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ყველისსოკო ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სოკოა“ - რატომ ჰქვია მას ყველისსოკო, ეს უნდა იცოდეთ!