„ასეთი მასშტაბის სტიქიურ მოვლენას დასავლეთ საქართველოში არასდროს ჰქონია ადგილი“, – აცხადებს შოვში მყოფი გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი.
მისი თქმით, სტიქიის განმეორების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.
„მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბის წყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური მოვლენების სინერგიზმს. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა, ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში, ამას თან დაერთო ნალექი, დინამიკაში ამ უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა დინამიკაში მოიყვანა, როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას.
ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა. დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არა მარტოო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას, რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი ჩაიმარხა“, - აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: