ახალი წელი ყოველთვის პატარა სასწაულია და მისი დასაწყისი ხშირად ნაძვის ხის ანთებას უკავშირდება. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნაძვის ხის დადგმა, არამედ ამის სწორად გაკეთებაც: აირჩიეთ იღბლიანი დღე, იპოვეთ იდეალური ადგილმდებარეობა და შეარჩიეთ ფერები, რომლებიც სახლს ჰარმონიას, წარმატებას და კომფორტს მოუტანს. 2026 წელს, ცეცხლის ცხენის წელს, ნაძვის ხის მორთვა შეიძლება ნამდვილ იღბლიან რიტუალად იქცეს.
სად დავდგათ ნაძვის ხე 2026 წლის ენერგიის გასაძლიერებლად - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი წერს:
„ბევრი მეკითხებით, როდის დადგათ ნაძვის ხე.
ვისაც როდის გაგიხარდებათ და დადგით ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ახლა კი, ჩემი რჩევაა: ნაძვის ხე შეახვედროთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ნაძვის ხის 17 დეკემბერს დადგმა მხოლოდ ტრადიცია არაა - ეს არის შინაგანი წრის გახსნა!
ბარბარობა არის დღე, როცა სახლის კარს დაცვა, სინათლე და ახალი გზების ენერგია გადაკვეთს. ამ დღეს დადგმული ნაძვის ხე კი უბრალო დეკორი არაა, ეს არის მწვანე მცველი, რომელიც სახლს მთლიანი ზამთრის მანძილზე აძლევს სიმყუდროვის, სანუკვარი სურვილების ასრულების და კეთილდღეობის ვიბრაციას.
წარმოსახეთ: 17 დეკემბრის საღამოს, პირველი შუქი რომ აინთება ნაძვზე, იმ მომენტში იწყება შინაგანი „ენერგეტიკული ახალი წელი“ - იქნებ ამიტომაც ახდება ყველაზე გულწრფელად ნათქვამი სურვილები სწორედ ამ დღეს? (ნამდვილი ფეხობა/მეკვლეობაც ამ დღესაა და სიფრთხილით შეარჩიეთ მეკვლეები).
ენერგეტიკულად/ეზოთერულად, ბარბარობა ისეთ დღეს წარმოადგენს, როცა სივრცესა და სულს შორის ბარიერი თხელდება.
ეს არის დღე, როცა სახლი საჭიროებს სიმტკიცეს, ფესვებს და დაცვას. ამ დღეს ნაძვის ხის დადგმა კი მოქმედებს როგორც ენერგეტიკული ფარი, ხის ფორმით შენს სახლს ეხება სამი განზომილება:
ვერტიკალი (ზედა) — ნაძვის წვერი მუშაობს „ზეციური ანტენასავით”,
ითხოვს კურთხევას, გზავნის მადლიერებას და იხსნის ახალ მიმართულებებს.
ჰორიზონტალი (შინ) — ტოტები ერთი შეხედვით „მოკლეა”, მაგრამ ძლიერი ქსელივით იფანტება სახლში და ენერგიას აერთიანებს. ეს არის სიმშვიდის, ოჯახის, ერთობის ველი.
ფესვები (ქვემოთ) — ხის ძირი იმ ენერგიას ამაგრებს, რომელზედაც ფუძის ანგელოზი დგას და შემდეგ მთელ ზამთარში დაგიცავს. ეს არის სტაბილობა, ბარაქა და შინაგანი ბირთვი.
როდესაც ბარბარობაზე ნაძვის ხეს დგამ, შენ სინამდვილეში იღებ გადაწყვეტილებას:
„ვაღებ ახალ ნათელ წრეს, ვუშვებ სინათლეს, ვიცავ სახლს და ვამტკიცებ ჩემს გზას“.
და ზუსტად გჯეროდეს, სწორედ ამიტომ ხდება სურვილი ამ დღეს ნაჩქარევად ნათქვამიც კი, ვინაიდან, ენერგეტიკული სივრცე ამ დროს უფრო მღელვარეა, შიშველი, ღია და უფრო მოსმენადია, უფრო ახლოს დგას შენს გულთან.
ბარბარობაზე დადგმული ხე არის სიმბოლო იმისა, რომ ახალი წელი იწყება არა კალენდარზე, არამედ იქ, სადაც სინათლე პირველად ინთება“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სულ ასეთი ბედნიერები მენახეთ“ - ნინო ჩხეიძე შვილთან და სიძესთან ერთად იმყოფება
⭕ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს მეუღლეთა დაბადების წელი განსაზღვრავს