
90-იანი წლების პოპულარული მომღერალი ია ჩანტლაძე სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა, სადაც კარიერული პაუზის, მსმენელთან დაბრუნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„ძალიან მიხარია, რომ ჩემი სიმღერის ახლებური ვერსია უნდა შევასრულო. დიდი ხანი ვოცნებობდი ამაზე. რატომ ვერჩი სიყვარულს არ ვიცი. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს სიყვარულის. ეს სიმღერა ძალიან დიდი ხანია მიყვარს. ადამიანი არ არსებობს, რომ ეს სიმღერა არ მოსწონდეს. პაუზა რომ გავაკეთე კარიერაში, მაშინ ვნახე რომ ბევრი ახლებური მუსიკა გაკეთდა. დავუკავშირდი სერგის და ნებართვა ვთხოვე. ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და „სანო სტუდიაში“ ჩავწერე.
მოტივაცია დაბრუნების მომცა იმან, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემი სიმღერის ახლებური ვერსია ერთ-ერთი ტელევიზიით გაჟღერდა. განცდა მაქვს, რომ ხალხს ისევ ვუყვარვარ“, - აღნიშნა ია ჩანტლაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: