
ობლობა, გაჭირვება და რთული გზა ხალხის სიყვარულამდე, თეატრიდან წასვლის სურვილი და როლი, რომელმაც მის კარიერაში გარდატეხა მოახდინა ღიმილის კაცი გივი ბერიკაშვილის გახსენება - აღნიშნულ თემაზე რეპორტაჟი გადაცემაში „იმედის დილა“ მოამზადეს.
„ვერ ნახავთ, არ არსებობს კაცი, რომელსაც ვაწყენინე. სიკვდილის მეშინია თორემ, ჩემს დაკრძალვაზე ნახავ რამდენი ხალხი იქნება.
დედაჩემი მეუბნებოდა, რომ 1935 წლის 15 მაისს ხარ დაბადებულიო, თბილისში. ახლა დიდი საკონცერტო დარბაზი რომ არის მაგის გვერდით რომ სამშობიაროა. საპასპორტო ჩანაწერების მიხედვით მიწერია, რომ დაბადებული ვარ 1934 წელს. ასე რომ 60 წლის იუბილეს გადახდა ორჯერ მომიწია. ახლა მეხუმრებიან, რომ საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით გაისადაც გადაიხადეო. მამაჩემის მამამ პანწკალამ აღმზარდა“, - ამბობდა გივი ბერიკაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა სახის კვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა ორსულობამდე? - ექიმის რჩევები