Digest Logo

„გაქვს უფლება, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ რამეზე უთხრა უარი და არ განიცადო დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა...“ - ნუგზარ ძიძიგური

1773312368
ნუგზარ ძიძიგური

ადამიანებს ხშირად უჭირთ „არას“ ან უარის თქმა, რადგან ეს მხოლოდ სიტყვა არ არის, ის დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ შიშებთან, ურთიერთობებთან და თვითშეფასებასთან.

ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

1️⃣ უარყოფის შიში
2️⃣ კონფლიქტის შიში
3️⃣ დაბალი თვითშეფასება
4️⃣ ბავშვობაში ჩამოყალიბებული ჩვევები
5️⃣ დანაშაულის გრძნობა
6️⃣ პასუხისმგებლობის ზედმეტი აღება.

უარის თქმის უფლებაზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“  პიროვნული განვითარების ტრენერი ნუგზარ ძიძიგური საუბრობს:

„არას თქმა, უარის თქმა, ერთ-ერთი ნიშანია, ფსიქოლოგიური საზღვრების ჩამოუყალიბებლობის. ამაზე ტრენინგები ტარდება, როგორ ასწავლონ ადამიანს უარის თქმა. 

ბევრმა არ იცის უფლებები, ერთ-ერთი ასეთი უფლებაა უარი.

გაქვს უფლება, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ რამეზე უთხრა უარი და არ განიცადო დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა. ბევრმა არ იცის, რომ ამის უფლება აქვს. 

დახმარება სხვაა, უარის თქმა ამას კი არ ნიშნავს. უარის თქმის სირთულეში იგულისხმება, როცა ხდება შენი თავის საზიანოდ, მისი დრო იკარგება, ენერგია და საქმე ფუჭდება, თავად ზიანდება და არას ვერ ამბობს. სოციუმში ამბობენ, ეგოისტია. 

ეგოისტი ყველაა, ადამიანი ეგოისტი რომ არის ეს არ არის მთავარი პრობლემა, არაჯანსაღი ეგოიზმი არის პრობლემა“, - ამბობს ნუგზარ ძიძიგური.

ასევე დაგაინტერესებთ: 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა

🎥 „სად ვმთავრდები მე და სად იწყება სხვა ადამიანი... ადვილად ურღვევენ საზღვრებს, იტანჯება და აქვს დაბალი თვითშეფასება“ - ნუგზარ ძიძიგური ფსიქოლოგიურ საზღვრებზე

🎥 როგორი იქნება მარტი მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანებისთვის - თიკა ქოქაშვილის პროგნოზი