Digest Logo

გარდაიცვალა ლადო გუდიაშვილის შვილი - ჩუქურთმა გუდიაშვილი

1777360069
ჩუქურთმა გუდიაშვილი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ლადო გუდიაშვილის შვილი, ჩუქურთმა გუდიაშვილი. სამწუხარო ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა გაავრცელა. 

„თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ბალერინა და პედაგოგი ჩუქურთმა გუდიაშვილი.

პანაშვიდი 28 და 29 აპრილს 17:00

გამოსვენება 30 აპრილს 14:00

მისამართი:

ლადო გუდიაშვილის ქ.11

ფოტო: ჩუქურთმა გუდიაშვილი , იური გრიგოროვიჩი, მეუღლე - გურამ მელივა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

საინტერესოა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეურჩია დიდმა ქართველმა მხატვარმა, ლადო გუდიაშვილმა, საკუთარ ქალიშვილს სახელი.

როგორც ირკვევა, შვილისთვის სახელის შერჩევის პროცესი საკმაოდ არაორდინარული და სიმბოლური აღმოჩნდა. 

„ჩუქურთმა ლადო გუდიაშვილის ქალიშვილია. ეს სახელი მან დაარქვა ბავშვს.ლექსიკონი გადაშალა და ალალბედზე დაადო თითი ამ სიტყვას.მერე მთელი ცხოვრება ეფერებოდა,შენ ჩემი ჩუქურთმა ხარო“, - წერია პოსტში.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავირეგულიროთ წნევა წამლის გარეშე: ნინო ვაშაკიძს რჩევები

⭕ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს, 28 აპრილს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის მაისში დიდი ცვლილებები ელოდება - ასტროლოგები ასახელებენ