Digest Logo

გარდაიცვალა ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა ინგა თევ­ზა­ძე

1766564441
გარდაიცვალა ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა ინგა თევ­ზა­ძე

84 წლის ასაკში გარდაიცვალა „სუხიშვილების“ მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, თენგიზ სუხიშვილის მეუღლე და ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა ინგა თევ­ზა­ძე.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი „სუხიშვილები“ ავრცელებს.

„ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა - საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმაისტერი - ქალბატონი ინგა თევზაძე

ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.

ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს - ქართულ ნაციონალურ ბალეტს.

ნათელში იყოს მისი სული.

---
პანაშვიდი: 25 და 26 დეკემბერი, 17:00სთ-დან
დაკრძალვა: შაბათს, 27 დეკემბერს 14:00სთ

მისამართი: ი. აბაშიძის ქუჩა 21“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლიცენზიის გარეშე ვერ იყიდით პიროტექნიკას, ხოლო ჯარიმა 5000 ლარია“ - ვის აქვს პიროტექნიკის შეძენის უფლება? - რჩევები იურისტისგან!

⭕„პარაცეტამოლი არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოსოციალურ ტკივილსაც აყუჩებს“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

⭕„არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი