Digest Logo

გარდაიცვალა პოეტი ტარიელ ჭანტურია

1783526271
 ტარიელ ჭანტურია

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ტარიელ ჭანტურიას ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ

⭕ საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება

⭕ ვენერა ქალწულში გადავიდა: როგორ შეიცვლება სიყვარულის, ურთიერთობებისა და ფინანსების ენერგია? - ხათუნა ნოელის პროგნოზი

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივლისში მნიშვნელოვანი სიურპრიზი ელოდება