ვეტერანი სპორტსმენი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და სიყვარულზე ისაუბრა:
„მე ქვეყნიდან წასული ვიყავი, თამუნას მეგობარი იყო ჩემი ახლობელი, როგორც ხდება, ჩამოვედი თბილისში, გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ გაგრძელდა. მერე ქვეყნის გარეთ ვიყავი წასული, საკმაოდ რთული იყო მაგ პერიოდში განშორება. ტელეფონითაც რთულად ვკონტაქტობდით. შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად გვეცხოვრა. ამ გადაწყვეტილებით ძალიან ვამაყობ. ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება იყო ჩემ ცხოვრებაში. ძალიან გვიხარია, რომ გვყავს ორი შვილი.
რთული პერიოდი იყო ნამდვილად ჩემთვის კარიერის დროს მამობა. ბევრი თამაშები ნიშნავს სახლიდან გასვლას და არ ყოფნას. გარედან მარტივად ჩანს ხოლმე. ფეხბურთელის ცოლობა მარტივი ჰგონიათ, ასე არ არის. მათ უწევთ ბევრ რამეზე უარის თქმა“, - ჰყვება ლევან კობიაშვილი.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სანაკრებო პაუზა გამარჯვებით დასრულდა...კლუბში დაბრუნების დროა“ - გიორგი მიქაუტაძე