
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დრამატული ივლისი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი დაკარგავს თავს სიყვარულის გამო
⭕კამერუნის პრეზიდენტის შვილმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც ის სხვა ქალს ტუჩებში კოცნის