გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში - მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕2026 წლის 12 აგვისტო მზის სრული დაბნელება - „ეს არის გარდაქმნისა და ახალი ციკლის დასაწყისი“