Digest Logo

„გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება, ჯანმრთელობა არის გაუმჯობესებული“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

1704878418
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორი ზურაბ ჩხაიძე

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და გაუმჯობესებულია“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მომატებულია კვების კალორაჟიც.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობა არის გაუმჯობესებული. სტაბილურია პარამეტრები, იქნება ეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები. გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება, თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას.

კვების კომპონენტი გაუმჯობესებულია, კალორაჟი მომატებულია, თუმცა არა იმდენად, რამდენიც არის სასურველი და რაც ნუტრიციოლოგების მიერ რეკომენდებულია“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ხალხურ სიმღერაზე ამღერებული ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ

🎥 27 წლის ქალს, რომელიც ქმარმა მოკლა, 4 თვის შვილი დარჩა - მკვლელობის ახალი დეტალები

🎥 „ეჭვმიტანილია არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური შევიწროების საქმეშიც, სოფლიდან უნდა წავიდეს“ - რას ამბობენ ადგილობრივები ძაღლის წამებაში ბრალდებულ კაცზე