Digest Logo

„გაუკეთდა ანესთეზია, სისხლძარღვი მოეწვა და სისხლდენა შეწყდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა“ - რას ჰყვება ექიმი 4 წლის გარდაცვლილ ბავშვზე

1761653256
დიმიტრი მხეიძე

თერჯოლაში გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

პატარა თომას ოპერაცია კლინიკა „გიდში“ ჩაუტარდა.

კლინიკის დირექტორის დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვი კლინიკიდან გაწერეს, თუმცა დედამ პატარა მესამე დღეს კლინიკაში სისხლდენის გამო დააბრუნა.

„მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მესამე დღეს კი ბავშვი დაბრუნდა უკან, რადგან დედამ შეამჩნია სისხლიანი ნაკერები. დილით მოვიდა, დაახლოებით 10 საათზე და რამდენიმე საათში დაიწყო ძლიერი სისხლდენა.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო – მათ დახმარება გაუწიეს ბავშვს.

ბავშვი ვერ აღებდა პირს, რის გამოც გახდა აუცილებელი ანესთეზია. საჭირო იყო მცირე მანიპულაცია, რათა მოეწვათ სისხლძარღვი და შეეჩერებინათ სისხლდენა.

ბავშვს გაუკეთდა ანესთეზია, ჩატარდა აუცილებელი პროცედურა, სისხლძარღვი მოეწვა და სისხლდენა შეწყდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა“, – ამბობს კლინიკის დირექტორი ambebi.ge-სთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ფული, წარმატება და სტატუსი შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ დაკარგული დრო არასოდეს“ - რას წერს ზაზა ჯაიანი

„რატომ იმეტებს აბრაამი შვილს?! მან იცის, რომ შვილიც ღმერთისგან არის და შვილის სიცოცხლეც“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„რა მნიშვნელობა აქვს სიკვდილის მიზეზს? რას გაძლევთ ეს ჭორაობა ვერ ვხვდები, ადამიანი აღარ არის“ - ქეთევან ჯანდიერი ლაშა ბასლანძეზე

წყარო: www.ambebi.ge