მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი და მისი მეუღლე, ბენ ჩეიმი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი წყვილია.
ნუკი საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც მუდმივად გვიზიარებს პირად თუ ყოველდღიურ ამბებს.
ამჯერად, ნუკი გადაცემის „სთორი“ სტუმარი იყო, სადაც მან ქმართან ურთიერთობაზე ისაუბრა.
- როგორი ხარ ბენისთან ურთიერთობაში?
ეტყობა რაღაც მოვუხარშე, ჯადო გავუკეთე, გავიდა უკვე 10 წელი და ჯერ კიდევ მოგვწონს ერთმანეთი. ველოდები, ვამბობ რაღაც მომენტში ხომ მობეზრდება -მეთქი და არა, ჯერ არა.
ყოველდღე რეკავს, მომწონხარ, მეუბნება. საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს, მიზეზებს ვეძებ ჩხუბისთვის. სანამ ის ამიჯანყდება, მე ვეცემი ხოლმე.
- თვითონ როგორია?
ხალხი ყველაფერს უყურებს ინსტაგრამზე, ფეისბუკზე და ყველას ჰგონია იდილია. ისეთი მარტივია ტყუილები სოციალურ ქსელში, მეტი არ შეიძლება. შემიძლია ჩემი სახლი ისე გადავიღო, იფიქრებ, აუ, რა სახლია. ვინ დადებს ცუდს თავის ქმარზე. ვდებთ მხოლოდ იმას, როცა ერთად ხართ და გიყვართ ერთმანეთი.
ასე ჰგონიათ, ბენის რბილი ხასიათი აქვს. ხან ის თმობს და ხან მე. თუ ხვდება, რომ ჩაბარგებას დავიწყებ, ჩერდება.
მას აქვს სწორი დალაგებული ტვინი, მე ცოტა გარყვნილი ტვინით გავთხოვდი. ოჯახის სიწმინდე ჩვენთან სხვანაირია, იქ სხვანაირი. აქ არის ისე, რომ მაგაზე ქმარს რატომ უნდა ელაპარაკო დაქალს ელაპარაკე, იქ პირიქით, დაქალთან რატომ უნდა ილაპარაკო, როცა ქმარი გყავს.
ბენი ცოტა ეჭვიანია, მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. ეს ჩემთვის გაუგებარი რაღაცაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იცოდნენ, რომ უნაკლო არავინაა და ეს მეც მაქვს“ - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი ცელულიტზე