Digest Logo

„იცოდნენ, რომ უნაკლო არავინაა და ეს მეც მაქვს“ - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი ცელულიტზე

1722102213
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო, სადაც მან ტელეწამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს გულახდილად უპასუხა.

მან ისაუბრა ქალებისთვის მნიშვნელოვან თემაზე - ცელულიტი და პირდაპირ ეთერში საზოგადოებას თავის ფეხზე არსებული ცელულიტი ანახვა.

- ხშირად ამბობ, რომ გაქვს ცელულიტი, ამაზე ღიად საუბრობ და რატომ? 

არანაირი თავდაჯერებულობა არ მაქვს, ახლა უნდა ვინერვიულო ორი თვე სანამ თქვენ დაამონტაჟებთ გადაცემას. მე თავად მეშლება ნერვები ეს შხვართალა გოგოები რომ გამოდიან და ნაკლი არ აქვს, ამ დროს ვფიქრობ, ღმერთო მე რა მჭირს. 

მეც ხომ მყავს გამომწერები და იცოდნენ, რომ უნაკლო არავინაა და ეს მეც მაქვს.

- კრიტიკას ყოველთვის კეთილად პასუხობ?

არ მჯერა, რომ თუ ადამიანს შინაგანად პრობლემა არ გააჩნია, იცლის, რომ გაგაკრიტიკოს. წარმოიდგინე, ვარ ძალიან ბედნიერი და არ მომეწონა პირობითად თათიას თვალი, ავდექი და დავუწერე, თათია, რატომ შეიღებე თვალი, ესე იგი მე რაღაც მაწუხებს. მე რომ ავდგე და მას ვუთხრა, მიხედე შენს მამიდას, მას კი არ დავეხმარები, პირიქით გავუღვივებ სიბოროტეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია, საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა

„უსამართლობას ჰქონდა ადგილი“ - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილი გაუგზავნა

🎥 მოწამვლა საღებავებით - როგორია პირველი სიმპტომები და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები?