Digest Logo

ცნობილია, საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა

1722100336
გიორგი მაისურაძე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 18 წლის გიორგი მაისურაძე თანატოლმა მოკლა. 

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უსამართლობას ჰქონდა ადგილი“ - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილი გაუგზავნა

🎥 მოწამვლა საღებავებით - როგორია პირველი სიმპტომები და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები?

„ამ ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი, რომ მეპოვა წიგნები ცნობილი მუსიკოსების ცხოვრებაზე“ - რას წერს ნათია თოდუა