
პროფესორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მან საქართველოს ისტორიასა და მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი სამშობლოს როლზე ისაუბრა:
„მე უბრალოდ გავიხსენებ ძალიან მარტივ წინადადებას, დე კასტელისა „ქართველებმა განანათლეს მთელი მსოფლიო და წარმოშვეს ბერძნული სიბრძნე“. ეს ხომ ქართველი კაცის ნათქვამი არ არის, ეს არის ვატიკანის უდიდესი წარმომადგენლის სიტყვები. მქონდა საშუალება ვატიკანის არქივებში ბევრ მასალას გავცნობოდი საქართველოსთან დაკავშირებით, დღეს აქ მოვედი გამაგრებული იმ დაწერილი ტექსტით, არცერთ სიტყვას არ ვამბობ ზედმეტს.
ამიტომ, საქართველოს როლი ამ წინადადებიდან უკვე ჩანს რამხელაა. ამით კი არ უნდა ვიტრაბახოთ, არამედ პასუხისმგებლობით, სათანადოდ უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ისტორიას. რომ წარვდგებით მსოფლიოს წინაშე, მეცნიერების, საზოგადოების წინაშე სწორად უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა“, - ამბობს გია კვაშილავა.
ასევე დაგაინტერესებთ: