აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.
შეჯიბრების შემდეგ სპორტსმენმა „შაბათ-კვირის დილასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
„ძალიან გახარებული, ამაყი ვარ, რომ მეოთხედ მომეპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და საქართველოში წამომეღო ეს ძალიან ძვირფასი ტიტული.
ჩამოსული ვიყავი ბრძოლისთვის, არ ვაპირებდი დათმობას, შესაბამისად, რაც არ უნდა ყოფილიყო, გამარჯვება ავირჩიე. გავიმარჯვეთ ბრძოლის და ჩვენი ურყევი ქართული ჟინის ხარჯზე.
რთულია, როცა ხვდები მასპინძელს, თან ფინალში. ისე განვეწყვეთ, რომ ეს პირობა არ ყოფილიყო ხელის შემშლელი“, - ამბობს ტატო გრიგალაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026).
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ავარია ქუთაისში - დაიღუპა ქვეითი: „ნერვიულობისგან გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლიც“
⭕„დიდებული წყვილი, გილოცავთ!“ - ახალი ფოტოები ლიანა ჯოჯუას ქორწილიდან
⭕„10 წლის შემდეგ...“ - რატი გაჩეჩილაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს