იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს კლინიკაში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, განცხადებას ავრცელებს.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი.
შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ბაკურიანი ციდას“ წყლით სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავად კომპანიამაც, სადაც ნათქვამი იყო რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„New Balance-ის ამბასადორები ვიქნებით“ - საბა საპანაძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს