სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი Geo Team-ის გვერდზე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს:
„სიამაყით ვაცხადებთ, რომ Geo Team მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბრენდის, New Balance-ის პარტნიორი გახდა.
დღეიდან, New Balance-ის ამბასადორები ვიქნებით და სხვადასხვა სპორტული აქტივობების, საქმიანი ვიზიტებისა თუ ვლოგების მომზადების პროცესში ამ ბრენდის სამოსში გამოვჩნდებით. ჩვენს იმიჯზე, სრულად იზრუნებს New Balance!“, - წერს Geo Team-ი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: