ცისტიტი არის შარდის ბუშტის ინფექციურ-ანთებითი პროცესი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით (ძირითადად ნაწლავის ჩხირით). ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშარდე გზების ინფექციაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ქალებში მათი ანატომიური თავისებურების გამო.
ცისტიტის გამომწვევ მიზეზებზე, გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე ექიმი გინეკოლოგი მაია პარკაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს:
„ხშირად მესმის „გავცივდი, ფეხები დამისველდა“, „ცივ ზედაპირზე დავჯექი და ცისტიტი დამეწყო“. ცისტიტი სიცივისგან არ ჩნდება, ეს არის შარდის ბუშტის ანთება, გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით.
80% შემთხვევაში იწვევს ნაწლავის ჩხირი, რაც კუჭ-ნაწლავის სისტემაში ბინადრობს და სხვადასხვა მიზეზების გამო გადადის შარდის ბუშტში.
რა მიზეზებია ეს?
არასწორი ჰიგიენა;
დაბანა უკნიდან წინ;
მჭიდრო და სინთეტიკა შემცვლელი საცვლების გამოყენება;
გინეკოლოგიური ინფექციები;
ყაბზობა.
რატომ ავადდებიან ხშირად ქალები?
ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე. ქალებს აქვთ მოკლე შარდსადენი მილი, რაც ბაქტერიის გადასვლას აადვილებს.
ძირითადი სიმპტომები:
წვა და ტკივილი შარდვის დროს;
ხშირი შარდვა;
ქაჩვითი შეგრძნება მუცლის ქვედა არეში;
შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება.
რა არ უნდა გააკეთოთ?
ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით 1-2 დღის (იწვევს ბაქტერიების მდგრადობას, რეზისტენტობას წამლების მიმართ)“, - ამბობს მაია პარკაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი