Digest Logo

🎥 „გაზი დატოვა მოშვებული...“ - ვინ სცადა ციცინო შურღაიას მკვლელობა, პლასტიკური ქირურგის სკანდალური ინტერვიუ

1769094446
ციცინო შურღაია

საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი - ციცინო შურღაია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ახლა თბილისში მუშაობს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, იღებს პაციენტებს.

ციცინო შურღაია სტუმრად „პოდკასტში ანნასთან“ იმყოფებოდა, სადაც სკანდალური განცხადება გააკეთა და გაიხსენა როგორ სცადეს მისი მკვლელობა:

 - ბევრჯერ ჩახედეთ სიკვდილს თვალებში, რა შეგრძნებაა ეს?

ციცინო შურღაია: ცუდი შეგრძნებაა, თითქოს შენ თავს იღებ ხელში და ეუბნები - გული გამიჩერდაო. 36 იყო პულსი და ვერაფერს ვერ იზამ. თითქოს რაღაც დამცავი არსებობს. ყველა ადამიანს აქვს ე.წ თავისი სასიცოცხლო ენერგია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რამდენჯერ მოხდება უჯრედების გამრავლება, გენეტიკურად განპირობებულია. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გრიპისგან დაიღუპოს 20 წლის ასაკში, ზოგიც კიბოსგან არ მოკვდეს 90 წლის ასაკში. მას გააჩნია თანდაყოლილი სასიცოცხლო ენერგია.

მე არც მინდა მოვყვე რა დაავადებები მაქვს გადატანილი. ისე ყველაფერი ხელმისაწვდომია, ელექტრონულად გახსნი და ნახავ. დაიხარჯა მკურნალობაში ძალიან დიდი ფული, თუმცა მე ბედისწერის არ მწამს. ამ დაავადებების ბედი ერთმანეთს არ დაემთხვა. თუმცა მართალია, რომ სიკვდილს ბევრჯერ გადავურჩი.

ერთხელ თბილისში ვიყავი ჩამოსული, სახლიდან გავედი მეორე დღეს დავბრუნდი. რომ ვბრუნდებოდი სისხლს რეცხავდნენ გარეთ ეზოში. მოვიდა მეზობელი და მითხრა - სიკვდილს გადაურჩი სახლში რომ არ იყავიო. თურმე ჩემი მეზობლის ბიჭს ესროლეს, რომელიც მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. ჩემი ფანჯრები იყო დაცხრილული. ქვედაბოლოზე შვიდი ტყვია იყო. ავიღე ეს შვიდი ტყვია ხელში. გამომძიებელი რაღაცებს მეკითხებოდა, მე კიდე ვფიქრობდი როგორ გადავრჩი. გავედი და წამებში მოხდა. ერთხელაც იმ ადგილზე სადაც უნდა მივსულიყავი, 5 წუთი დავაგვიანე. 7 მანქანა იყო შეჯახებული და 4 დაღუპული. ერთხელაც ერთმა გაზი დატოვა მოშვებული, ეტყობა ჩემი მოკვლა უნდოდა. ვიცოდი რომ მისი გაკეთებული იყო მაგრამ არაფერი ვუთხარი. ოჯახის წევრზე მაქვს საუბარი, თუმცა ვინაობას არ ვიტყვი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აღარ ვაპირებ ჩემი შვილის ბებია-ბაბუას, შეღავათი გავუწიო და ყველგან ვიტყვი, რომ არასწორები არიან, არ არიან ღირსები, ასეთი შვილიშვილი ჰყავდეთ“ - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი

⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!

⭕„ყოველი აზრი, ყოველი დარტყმა და ყოველი ამოსუნთქვა იზიდავს კეთილდღეობას“ - ფულის მოზიდვის რიტუალი, რას გვირჩევს მინეროლოგი