ჰამბურგის სტადიონზე შთამბეჭდავი გულშემატკივრობის შემდეგ, ქართველი ქომაგები გერმანიაში რჩებიან. ეროვნული ნაკრები გელზენკირხენის სტადიონზე, 3 დღეში, კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას იგრძნობს.
„შედეგი ისტორიულია. მადლობა ბიჭებს, ჩვენ მერვედფინალში გავალთ“, - ასე ამხნევებენ გულშემატკივრები „ჯვაროსნებს“ და ამბობენ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვების მოლოდინი აქვთ.
ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი