
ანრი ჯოხაძის ბავშვობა, კარიერა და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები - მომღერალმა აღნიშნულ საკითხებზე ეკო ფანგანის რუბრიკაში „ფილტრის გარეშე“ ისაუბრა:
„რა კარგი ბავშვი ვიყავი და მერე რა დამემართა?! გეტყვით ერთ რაღაცას, ალბათ ბევრს გააოგნებს, დავიბადე 6 კილოგრამი. მერე დედა ჰყვებოდა და შიშით ვერ ჩაწერეს და 5 კილოგრამი ჩაწერესო. 5 კილოგრამი ჩემი ძმა დაიბადა. იმიტომ მიკვირს, რა დამემართა, ძალიან საყვარელი ბავშვი ვიყავი. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი ფოტოკამერის ობიექტივს და სულ მაინტერესებდა.
მამა მოგეხსენებათ, პატიმარი იყო და ბევრი ფოტო არ მოგვეძიება ოჯახში ისეთი, ყველა ერთად რომ ვართ.
მუდმივი კადრი, ჩემი ბავშვობის აღნიშნული კადრია, სადაც მე, დედა და ოჯახის წევრები ფორტეპიანოსთან ვართ და ვმღერით. გვაქვს ისეთი ფოტოები, სადაც პატარები წამოწოლილები ვართ როიალზე. რუსიკო უკრავს და ეს არის ყველაზე ბედნიერი კადრი ჩემი ცხოვრებიდან“, - ამბობს ანრი ჯოხაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ შორენა ბეგაშვილი გამომწერებს ულამაზესი კადრებით ანებივრებს - „არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ“
🎥 „არ შეიძლება კატეგორიულად...“ - მითები და რეალობა აკნეზე, ზაზა თელიას რჩევები