UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით დივიზიონში, ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას დამარცხებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. თეთრ სახლში ჩატარებული ღონისძიების ამერიკელმა მთავარმა გმირმა განმარტა ის შეცდომები, რომლებიც მისი აზრით, ქართველმა მებრძოლმა დაუშვა.
„მომზადებისას, თოფურიამ დაუშვა არაერთი საშინელი შეცდომა, რისთვისაც მძიმე ფასი გადაიხადა. ის არ იყო მზად ბრძოლისთვის და არც ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ვინმე ოქტაგონში მის წინააღმდეგ ამდენ ხანს გაძლებდა. ილიას დაავიწყდა ერთი რამ: ყველა ჩხუბი და მებრძოლი ინდივიდუალურია.
„ელ მატადორი“ გეგმავდა ისეთ გამარჯვებას, როგორიც მან მოიპოვა წინა ბრძოლებში, სწორედ ამიტომ აღნიშნავდა ის მოგებას დროზე ადრე. როგორც საბოლოო შედეგმა აჩვენა, თოფურია სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა", - განაცხადა ჯასტინ გეიჯმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: lagazzetta.ge