Digest Logo

„ღამეებს ვათენებდი, რომ მამა გაბრიელს მივმსგავსებოდი... გადაღებამდე გამომესახა, მეტი მინიშნება რა უნდა ყოფილიყო?“ - მსახიობი, რომელმაც წმინდანის როლი მოირგო

1769258546
ზურა ავსაჯანიშვილი

უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ახალ ქარ­თულ მხატ­ვრულ ფილ­მს ნა­ხავს. ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა - „ბრძო­ლა - ბერი გაბ­რი­ე­ლი“, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვაა. რე­ჟი­სორს ამ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 12 წელი დას­ჭირ­და. ფილმში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს.

მთა­ვა­რი როლი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ობს ზურა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს ერგო. ზურა ავსაჯანიშვილი ambebi.ge-სთან საპასუხისმგებლო როლზე საუბრობს:

- სა­ინ­ტე­რე­სოა... თქვენს ახალ კი­ნო­როლ­ზე ვი­სა­უბ­როთ „ბრძო­ლა - ბერი გაბ­რი­ე­ლი“ - ასე ჰქვია ფილ­მს, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვამ გა­და­ი­ღო და მისი პრე­მი­ე­რა უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ფილმში მთა­ვა­რი როლი გაქვთ - ბერი გაბ­რი­ე­ლი ხართ. რას გვე­ტყვით თქვენს ამ ნა­მუ­შე­ვარ­ზე?

- რო­დე­საც კას­ტინგზე მი­ვე­დი, ბა­ტო­ნი გია მე­სა­უბ­რა. გა­ვი­გე, რომ ამ ფილ­მის სცე­ნარ­ზე 12 წელი უმუ­შა­ვია. კა­გე­ბე-ს არ­ქი­ვი­დან უამ­რა­ვი მა­სა­ლა, დო­კუ­მენ­ტი იყო მო­სა­ძებ­ნი, არა­ერ­თი ამ­ბე­ბი, თუ ის­ტო­რია იყო მო­სა­პო­ვე­ბე­ლი... დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი გახ­სნი­ლი­ყო... რო­დე­საც იგებ, ადა­მი­ა­ნი თუ რო­გორ მუ­შა­ობ­და, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით უდ­გე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს, მერე რო­გორ გან­დობს მთა­ვარ როლს, თან თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნი უნდა ითა­მა­შო, - დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ... იქვე იაზ­რებ, ბერი გაბ­რი­ე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის რამ­ხე­ლა მა­მაა, რო­გორ გი­თხრათ, სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი მქონ­და... ამ ყვე­ლა­ფერს დიდი დაბ­ნე­უ­ლო­ბაც ახ­ლდა. მი­დი­ხარ ამ ნა­ბიჯ­ზე და თან გი­ხა­რია, თან ცო­ტა­თი გე­ში­ნია. იცი, რომ სპექ­ტაკ­ლის მსგავ­სად არ ხარ კი­ნო­გა­და­ღე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, კინო ხომ სხვა სპე­ცი­ფი­კაა. ამას­თან შენი პირ­ვე­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია და თან ასე­თი როლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის უდი­დე­სი წნე­ხი იყო. ვფიქ­რობ­დი ასე­ვე მა­ყუ­რე­ბელ­ზე - ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ე­წო­ნე­ბა თუ არა?! ზოგი შე­გა­ქებს და ზოგი გა­გაკ­რი­ტი­კებს კი­დეც...

- და რო­გორ წა­რი­მარ­თა გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი?

- კარ­გად - პრო­ცეს­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბო­და, ისე­თი, რაც ამო­უც­ნო­ბიც იყო... ხე­ლის შემ­შლე­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე თვე ვი­ღებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მათ შო­რის, თბი­ლის­შიც. ფილ­მი ბერი გაბ­რი­ე­ლის ცხოვ­რე­ბის იმ მო­მენ­ტი­და­ნაა, რო­დე­საც მან ლე­ნი­ნის პორ­ტრე­ტი დაწ­ვა და რის მე­რეც მის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი და­ი­წყო. მა­შინ 36 წლის იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი რწმე­ნით იმ უღ­მერ­თო ქვე­ყა­ნას, მონ­სტრს და­უ­პი­რის­პირ­და, რის გა­მოც უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი გა­ი­ა­რა. ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რად­გან თვლიდ­ნენ, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და,მერე ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტეს. იყო წა­მე­ბის მსხვერ­პლი, რამ­დენ გან­საც­დელს გა­უძ­ლო, მაგ­რამ რწმე­ნა­ში მყოფ­მა და ში­ნა­გა­ნად ძლი­ერ­მა ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფერს ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო.

- ალ­ბათ სა­ნამ ამ როლს ითა­მა­შებ­დით, მამა გაბ­რი­ელ­ზე სხვა­დას­ხვა მა­სა­ლას თქვენც გა­ე­ცა­ნით...

- კი, ბევრ რა­მეს გა­ვე­ცა­ნი. ჩა­ნა­წე­რე­ბით, მისი ხმის მოს­მე­ნით, ვცდი­ლობ­დი, მივმსგავ­სე­ბო­დი, ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი, ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ მერე ჩემ­ში გარ­დამ­ტე­ხი ამ­ბა­ვი მოხ­და. რა­ტომ უნდა გა­ვა­კე­თო ეს? ეს ხომ კალ­კი გა­მო­ვა, მოდი, მი­ვენ­დო­ბი ამ ყვე­ლა­ფერს და შევ­ქმნი ადა­მი­ანს, თა­ვი­სი ტკი­ვი­ლე­ბით, გან­ცდე­ბით... რო­დე­საც წმინ­დანს, ან რა­ი­მე სიწ­მინ­დეს ვე­ხე­ბით, ხომ ასეა, რა­ღაც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბი ვხვდე­ბით. ეს მოკ­რძა­ლე­ბა რო­ლის სა­თა­მა­შოდ ხელს შე­მიშ­ლის. ამი­ტომ, იმ პი­როვ­ნე­ბას ვი­თა­მა­შებ, რო­მელ­მაც ის თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბით და გან­ცდე­ბით გა­მო­ი­ა­რა-თქო... ვის­თვის ლოთი იყო, ვის­თვის - წმინ­და­ნი, ზო­გის­თვის - არა­ვინ, ან უბ­რა­ლოდ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლის პა­ცი­ენ­ტი, თუნ­დაც - ხუ­ლი­გა­ნი... მთა­ვა­რი იყო მის მიერ გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბის ფონ­ზე პი­როვ­ნუ­ლი სიძ­ლი­ე­რე, ტკი­ვი­ლის გაძ­ლე­ბა, დათ­მე­ნა, რწმე­ნა­ში უტე­ხო­ბა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა... რო­დე­საც ამ ფილ­მს მშვი­დად იღებ, არა მგო­ნია, ამა­ში რა­ღაც უხი­ლა­ვი ძალა არ იყოს ჩა­რე­უ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ეს სა­კი­თხი ვი­ღა­ცის­თვის სა­კა­მა­თო აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ რად­გან ასე მშვი­დად გა­ვი­ა­რეთ ეს პრო­ცე­სი და ასე დამ­თავ­რდა გა­და­ღე­ბე­ბი, ალ­ბათ ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- ეკ­ლე­სი­უ­რი ხართ?

- რწმე­ნა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­უ­რი არ ვყო­ფილ­ვარ. გა­და­ღე­ბა­ზე წას­ვლის წინ მე­უღ­ლემ მი­თხრა, ჩვენ სახ­ლთან, ეკ­ლე­სი­ა­ში მამა შალ­ვას­თან იქ­ნებ მიხ­ვი­დე და შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გა­ე­სა­უბ­რაო. წა­ვე­დი... მე­სან­თლემ მი­თხრა - მამა შალ­ვა რა­ღაც პე­რი­ო­დი არ იქ­ნე­ბა, ტა­ძარ­ში სხვა მა­მა­ოა. სა­კურ­თხევ­ლი­დან ის­მო­და მო­ძღვრის გა­ლო­ბა... გავ­კად­ნი­ერ­დი და ვი­ფიქ­რე - მამა გაბ­რი­ე­ლი თუ ახლა რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბას მომ­ცემს, როცა ამ მა­მა­ოს გა­ვე­სა­უბ­რე­ბი, ამას ცნო­ბად მი­ვი­ღებ-თქო. ეს ფიქ­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მქონ­და, თავ­დახ­რი­ლი ვი­დე­ქი, და­ვი­ნა­ხე, რომ მა­მაო გა­მოჩ­ნდა, სა­კურ­თხევ­ლი­დან გა­მო­ვი­და. თავი ავ­წიე, თვა­ლი ავა­ყო­ლე და მის ოლარ­ზე მამა გაბ­რი­ე­ლი იყო ამო­ქარ­გუ­ლი... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და - ასე გა­მო­მე­სა­ხა მამა გაბ­რი­ე­ლი. გა­და­ვი­რიე... მეტი მი­ნიშ­ნე­ბა რაღა უნდა ყო­ფი­ლი­ყო?! ახლა უკვე იმ ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ვარ. ის მო­ძღვა­რი კი მამა ლუკა აღ­მოჩ­ნდა. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა ამ ფილ­მის გა­მოს­ვლით ვინ­მე რა­ღაც­ნა­ი­რად თუ ჩა­ფიქ­რდეს. იქ­ნებ ცოტა რწმე­ნის­კენ მო­ვატ­რი­ა­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, ამა­ზე კარ­გი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა.

- სა­ბო­ლო­ოდ მამა გაბ­რი­ე­ლის შე­სა­ხებ, როლ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად რო­გო­რი დას­კვნა გა­ა­კე­თეთ?

- მას­ზე დიდი გმი­რი იშ­ვი­ა­თია. ადა­მი­ა­ნო­ბის მა­გა­ლი­თია. მას­ში ასე­ვე არ­ტის­ტუ­ლო­ბაც დიდი დო­ზით იყო. გა­ბე­დუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი და ვფიქ­რობ, უნაკ­ლო იყო - მას­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იყ­რი­და თავს. მერე გა­სა­ო­ცა­რი აღ­მოჩ­ნდა მისი რწმე­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა და ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს რა პე­რი­ოდ­ში შეძ­ლო. რა დროს და­უ­პი­რის­პირ­და იმ ათე­ის­ტებს, იმ­ხე­ლა იმ­პე­რი­ას, რომ­ლის­თვი­საც მისი მოკ­ვლა არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა, რწმე­ნით გაჟ­ღენ­თილ­მა ადა­მი­ან­მა უძ­ლი­ე­რეს­მა პი­როვ­ნე­ბამ ბო­ლომ­დე გა­ი­ტა­ნა, აი­ტა­ნა და ფაქ­ტობ­რი­ვად ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­ი­მარ­ჯვა. თუმ­ცა თა­ვი­დან­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო, როცა ეს ბრძო­ლა და­ი­წყო და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ თავ­მდაბ­ლო­ბით შეძ­ლო. განა იმი­ტომ, რომ მე ვთა­მა­შობ, ან იმი­ტომ, რომ მინ­და ეს ფილ­მი კარ­გად შე­ფას­დეს, ან მინ­და, რომ ბა­ტონ­მა გიამ გა­ი­მარ­ჯვოს სა­კუ­თარ თავ­ზე და მე - ჩემს თავ­ზე გა­ვი­მარ­ჯვო და სა­ერ­თოდ ფილმმა სამ­ყა­რო­ზე გა­ი­მარ­ჯვოს. მინ­და ეს ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბი ისე­თი აღ­მოჩ­ნდეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მიხ­ვდნენ რწმე­ნის ძა­ლას. მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოერიდეთ: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას...“ - 24 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან

⭕ჩინური ახალი წლის მთავარი იღბლიანი და არახელსაყრელი დღეები

⭕„შენს აღსარებას აზრი არ აქვს, თუ სახარებას არ კითხულობ...“ - თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.ambebi.ge