
14 ნოემბერს, თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი გურამ ელიზბარაშვილი დააკავა.
თამაზ ელიზბარაშვილი მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ როგორც ცხოველთა უფლებადამცველი ბოლომდე დაიცავს „ჰიპოს“ უფლებებს.
გარდა ამისა, თამაზ ელიზბარაშვილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ღამის 1 საათზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა.
„ეს არის ჰიპო, ჩემი შვილის ოთხფეხა ოჯახის წევრი, სწორედ მისი უფლებები დაიცვა ჩემმა შვილმა იმ მოძალადე ადამიანისაგან, რომელიც მოითხოვდა ტერიტორიიდან გაყვანა. არ სიამოვნებდა აქ რომ სეირნობდა.
ჩემი შვილი თავისი სახლის წინ ასეირნებდა ძაღლს. იმ ადამიანმა ფეხი მოუქნია ძაღლს, დაიწყო გინება, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მე როგორც ცხოველების უფლებადამცველი, დავიცავ ჰიპოს უფლებებს. მას არ სჭირდება არც ალიკაპი და არც საბელი.
თუ დანაშაული ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ისიც აგებს პასუხს. გუშინ ღამის 1 საათზე ჩაუტარდა რთული ოპერაცია, ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, დღეს სავარაუდოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ“, - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მოკლეს 18 წლის ბიჭი - დმანისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
🎥 როგორ გახდა ბულინგის მსხვერპლი და რატომ გააუქმა ნინი ქარსელაძემ სოციალური ქსელი?
🎥 „ასეთი დიდი კაიფი არასოდეს განმიცდია“ - რატომ თქვა უარი „თამადამ“ ალკოჰოლზე?