88 წლის მსახიობი ზანგურ ანდღულაძე საყვარელ მეუღლეს სიყვარულს კიდევ ერთხელ უხსნის, ამჯერად თეატრის სცენიდან, თავისივე დაწერილი ლექსით. იმ სცენიდან, საიდანაც მათი სამაგალითო ურთიერთობა დაიწყო.
„ღმერთს ვევედრები, მარტო არ დავრჩე. ალალად ვამბობ, თუ რამე მიწერია, ჯერ მე წავიდე და მერე ცოლი, მე მარტო ვერ ვიარსებებ“, - ამბობს ზანგურ ანდღულაძე.
როგორც ირინა ჯანიბახჩევა-ანდღულაძე ამბობს, მის მეუღლეს არასდროს არ უთქვამს სიტყვა - „მიყვარხარ“.
„ვიცნობდი და ყოველთვის მომწონდა, მთხოვნელი მყავდა, მაგრამ გული მაინც აქეთ მომიწევდა. არასდროს უთქვამს მე შენ მიყვარხარ. მე როგორც გექცევი, ეს არის სიყვარული და სხვანაირად არ შემიძლიაო“, - ამბობს ირინა ჯანიბახჩევა-ანდღულაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჟოზეს სიმღერაზე აცეკვებული ნანუკა გულუა - მსახიობი ოჯახთან ერთად სურამში ისვენებს