
პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა.
მურღულია ცდილობს განუმარტოს მკითხველს ადამიანის ბუნების ორპოლარული ხასიათი ცისა და მიწის შერწყმა.
„ზოგის სულს ფრთები აქვს, ზოგისას - სიმძიმეები. ფრთები შეიძლება იქცეს სიმძიმეებად, სიმძიმეები კი ფრთებად ვერასდროს იქცევა.
მართალია, რაც ახლა ვთქვი? - მხოლოდ ნაწილობრივ.
ვისაც ცა მოუწოდებს, მას სიმძიმეები ვერ უშველის და არც გამოადგება - ეს მიწას სჭირდება.
დიახ, ადამიანი ცისა და მიწის ნაზავია და ორივე გარდაუვალი აუცილებლობაა - ფრთებიც და სიმძიმეებიც.
ისინი თითქოს ერთმანეთს გამორიცხავენ - სიმძიმე ფრენას აბრკოლებს, ფრთები კი მის არსებობას უარყოფენ.
სინამდვილეში კი ღმერთს თავისი მიაქვს, კეისარს კი - თავისი.
მიწის მსახურება ცის მსახურების პირველი საფეხურია.
სანამ ცოცხლობ, მიწაზე მყარად დგომა, მიწიერ პასუხისმგებლობათა აღსრულება ისევე აუცილებელია, როგორც ცის არდავიწყება და მისკენ სწრაფვა.
შეარიგე შეურიგებლები!
მიეცი მიწას მიწისა და ცას - ცისა.
შენი ცხოვრების საზრისს ფრთებიც ქმნის და სიმძიმეებიც.
მაშ, მძიმე ფრთები?
არა - ფრთოსანი სიმძიმეები!“,- წერს მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი გველესიანი ესპანეთში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს - წყვილი კადრებში ბრწყინავს