Digest Logo

გია მურღულია: „რაც ანათებს, სინათლისგან არის...სადაც ორს უხარია, იქ ღმერთსაც უხარია“

1767682036
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც ხაზს უსვამს, რომ სხვისთვის სიხარულის მინიჭება ადამიანის ერთ-ერთ უმაღლეს და ყველაზე მარტივ ღირებულებად რჩება.

„რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი განცდა, ვიდრე ის, სხვას რომ სიხარულს ანიჭებ?

ეს რომ დახატო, ორი სულის ნათება გამოვა - გამხარებლისა და გახარებულის.

სული რომ ანათებს, მასში დრო და მარადისობა ერთად ბრწყინავს.

სადაც ორს უხარია, იქ ღმერთსაც უხარია - ამ დროს ის ხედავს, რომ შვილები მამას დაემსგავსნენ.

გაეცი, თუნდაც სანაცვლოდ არაფერი მიიღო - განა სულის სინათლე „არაფერია“?

ეს ადამიანად ყოფნის ყველაზე მარტივი პრინციპია - რაც ანათებს, სინათლისგან არის“,- წერს გია მურღულია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ყველაზე მეტად ღმერთი უნდა მახსოვდეს ჩემი გარდაცვალების ჟამს, ჩვენი ღირსება სწორედ ამაშია“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ქალი ძალას ატარებს ბუნებრივად, მამაკაცი კი მოიპოვებს და წვრთნის...“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია