„მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. როგორც გიგი დედალამაზიშვილი ამბობს, მას წონაში დაკლებაც და მომატებაც მარტივად შეუძლია.
„ბავშვობაში პუტკუჩა ვიყავი. მერე ძალიან გამხდარი ვიყავი. სიმაღლეში 1,93 ვარ. ოცი წლიდან ნელ-ნელა, კილოგრამობით დავიწყე მატება. მივედი ფუმფულა გიგიმდე. როცა ქორწილი მქონდა 26 წლის ვიყავი. მაშინ 22 კილო დავიკელი. ქორწილის მოტივაცია იყო, რომ ფოტოები დაგვრჩენოდა. მერე ისევ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავფუმფულდი, თუმცა ყველაზე ცუდი რამ დამემართა ბოლოს – კორონავირუსის დროს, კიევში ვცხოვრობდით ერთი წელი, ჩემს ცოლს ჰქონდა გადაღებები, მე უმუშევარი ვიყავი და ამ დროს მოვიმატე. 18 საათი არ ვჭამდი და ვიმატებდი. შედეგს ვერ ვიღებდი. ანალიზების შედეგად მითხრეს, რომ წითელი ხორცის ჭამა არ შეიძლებოდა. პირველი ერთი წელი ძალიან ვიცავდი. რკინა ძალიან მაღალი მქონდა. ერთხელ რომ გადავამოწმე, ისევ მაღალი მქონდა, მას მერე აღარ ვამოწმებ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მარტივად ვიკლებ და მერე 2-ჯერ სწრაფად ვიმატებ. კიევში დავიკელი 18 კილო, ამოვიღე მარტივი ნახშირწყლები, გაზიანი სასმელები და 10 კილომეტრს დავდიოდი ფეხით, თუმცა მერე უკვე 15 მოვიმატე. ახლა უკვე ნამდვილად მივდივარ მწვრთნელთან, ვიწყებ შერჩეულ კვებას და მინდა, რომ მივაღწიო მიზანს “, - ამბობს გიგი დედალამაზიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: