Digest Logo

„გინების მეტი არაფერი არ გვესმის და კიდევ კუბო ზემოდან და მჩხიბავები...შენ რომ ადამიანს უსურვებ სიკვდილს, უბედურებას, ჯანდაბას, ისედაც ნეგატიურია ეს განწყობები და კიდევ უფრო ამძიმებ ამას“- დეკანოზი ალექსანდრე (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე

1733838848
ალექსანდრე გალდავა

„უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და უფრო კარგად შეიძლება სასიკეთოდ და ლამაზად გააკეთონ რამე. გვერდზე არის ნაძვის ხე, აქეთ არის კუბო, რა მოგაქვს, ისედაც რამდენი ტრაგედიაა ირგვლივ“, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.

„ლანძღვა - გინების მეტი არაფერი არ გვესმის და კიდევ კუბო ზემოდან და მჩხიბავები. „თქვენ აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა და ლოცავდეთ მათ“ და შენ რომ ადამიანს უსურვებ სიკვდილს, უბედურებას, ჯანდაბას, ისედაც ნეგატიურია ეს განწყობები და კიდევ უფრო ამძიმებ ამას.

ქრისტიანობა რას გეუბნება - ადამიანის სიყვარულს, სხვა არაფერს. იმ სიყვარულში ის ადამიანი, ვისაც შენ რამეს უსურვებ და ვისაც შენ ნახევარ საქართველოს თუ მეტს დებ კუბოში, იმათ სიცოცხლეში მოყვანა, ქრისტეს სიყვარულით მოხდა“, - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა). 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვისადმიც არ უნდა იყოს ეს მიძღვნილი, ქრისტეს გამოსახულებიან კუბოს რომ წვავთ, რაც არ უნდა მართალი იყოს ადამიანი, ვერაა და არცაა კარგი საქციელი“ - გიორგი ლობჯანიძე

„არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ“ - რას წერს ნატო გელაშვილი

„სიბნელე რა არის? სხვა აზრის მიერ გამოწვეული დისკომფორტი და ანალიზის გარეშე აგრესიული ისტერიკის მდაბიო ფორმა“ - რას წერს მეგი გოგიტიძე