Digest Logo

„სიბნელე რა არის? სხვა აზრის მიერ გამოწვეული დისკომფორტი და ანალიზის გარეშე აგრესიული ისტერიკის მდაბიო ფორმა“ - რას წერს მეგი გოგიტიძე

1733833436
მეგი გოგიტიძე

ქართველი მუსიკოსი მეგი გოგიტიძე, რუსეთში აქტიურად მოღვაწეობს და კონცერტებს მართავს სხვადასხვა ქალაქში. ამის გამო იგი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სამშობლოში. იყო შემთხვევა, როდესაც მას კონცერტიც კი გაუუქმეს.

მუსიკოსი სოციალური ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„სიბნელე რა არის? - ღვთის ჭეშმარიტებასთან ბრძოლა .სიბნელე რა არის? ეკლესიის შეურაცხყოფა(თუნდაც არ იყო ამ რწმენისა). სიბნელე რა არის? სხვა აზრის მიერ გამოწვეული დისკომფორტი და ანალიზის გარეშე აგრესიული ისტერიკის მდაბიო ფორმა.

სიბნელე რა არის? ტენდენციური აღშფოთება გრძნობების გარეშე, მოტორული ინერციული გამოხატულების ფორმა. სიბნელე რა არის? განათლების გარეშე ცოდნა. სიბნელე რა არის? ყველაფერი რაც უფლის მიღმა არსებობს, ტოკავს. ყველაფერი კარგად იქნება და ეს ტალღებიც ჩადგება და თან ნაპირზე გამოყრის ნაგავს, რაც აბინძურებს ზღვას“, - წერს მეგი გოგიტიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთის მგმობელები კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს“ - ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

„გეგმავენ, ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას, განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“ - სუსი

„იმიტომ ვწერ, რომ ჩემი სამსახურია და სხვანაირად არ გამომდის, მართლა უხერხულობის შეგრძნება მაქვს და მაპატიეთ“ - რას წერს ნინი შერმადინი