Digest Logo

„არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ“ - რას წერს ნატო გელაშვილი

1733833951
ნატო გელაშვილი

9 დეკემბრის აქციაზე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სასახლე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული და მას ცეცხლი წაუკიდეს.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების და ცნობილი ადამიანების რეაქცია მოჰყვა, ისინი საგანგაშოს უწოდებენ, მდგომარეობას, რასაც აქციის მონაწილეები ბოლო დღეებია ჩადიან.

მომღერალი ნატო გელაშვილიც მათ სიაშია, ვისაც აღნიშნული ქმედება არ მოსწონს და მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..

ვისაც სასახლის (კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა, როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ, რომ ეს სასახლე შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…

არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ. 

მე მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია. სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ.

მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას“, - წერს ნატო გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიბნელე რა არის? სხვა აზრის მიერ გამოწვეული დისკომფორტი და ანალიზის გარეშე აგრესიული ისტერიკის მდაბიო ფორმა“ - რას წერს მეგი გოგიტიძე

„ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთის მგმობელები კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს“ - ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

„გეგმავენ, ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას, განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“ - სუსი